logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: კახა კალაძის დაკითხვის აუცილებლობა არ არსებობს
- +

27 მაისი. 2016. 12:29



საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით მოხდება ყველას დაკითხვა, ვინც საქმესთან დაკავშირებულია.


კითხვაზე - დაიკითხება თუ არა ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, შოთაძის თქმით, მისი დაკითხვის აუცილებლობა არ არსებობს.

 

ვინც მონაწილეობდა ამ კონფლიქტში, ყველა დაიკითხება. ნაწილი დაკითხულია, დღესაც იკითხებოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ვინც ამ ინციდენტში იყვნენ ჩართულები. ამ დღეებში დაიკითხებ ყველა. იმ მტკიცებულებებით, რომელიც საქმეში არსებობს, იმ ვიდეომასალით, რომელიც საქმეში არსებობს, კახა კალაძის დაკითხვის აუცილებლობა არ არსებობს", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner