პარტია „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ: „ჩვენს შიგნით რა ხდება, ეს ჩვენს შიგნით მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი საკითხია. ეს არაფრით არ ეხება ჩვენს მოსახლეობას და მათ ბედს“.
მისივე თქმით, არანაკლები დაპირისპირებაა სხვა პარტიებში.
„შეიძლება ითქვას, რომ არანაკლები და ალბათ არ გადავაჭარბებ, უარესი ქაოსი ხდება სხვა პარტიებში, ათჯერ უარესი, უმძიმესი დაპირისპირება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ახლა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანია, 2012-2013 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის, 2013-2015 წლებში კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.