საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლევილის მამული შემოდგომამდე საქართველოს გადმოეცემა.
შესაბამის განზრახულობათა ოქმს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა შთამომავლებმა მოაწერეს ხელი.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, რომელთაც ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფოსთვის ლევილის მამულის დაბრუნების განზრახულობათა ოქმს. ეს არის ძალიან დიდი მოვლენა, რომ ლევილის შატო საქართველოს უბრუნდება. ის ყოველთვის ისედაც ქართველთა საკუთრება იყო, თუმცა გუშინ ხელი მოეწერა მნიშვნელოვან ოქმს, რომლის შედეგადაც საქართველოს შემოდგომის ბოლომდე გადმოეცემა ლევილის მამული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.