„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი 19 მაისის არჩევნებზე პარტიის წარმატებაში დარწმუნებულია. გადაცემა იმედი Live-ში ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყველა კვლევით ყველა ოლქში „ქართული ოცნება“ იგებს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ,,ქართულ ოცნებას" შუალედურ არჩევნებში ღირსეული კანდიდატები ჰყავს.
„მე სულ ერთი თვეა რაც დავბრუნდი პარტიაში, კანდიდატები შერჩეული იყო ყველა ოლქში, აქედან მხოლოდ ორს ვიცნობ. ეს არის მარნეული და ხულო. ხულოში ჩემი პოლიციის უფროსი იყო, მე დავნიშნე ექვსი წლის წინ. ძალიან ეფექტური კანდიდატია ხულოში, მე შემიძლია მასზე ვისაუბრო და მარნეულზე. ძალიან მაგარი კანდიდატი გვყავს მარნეულში, პერსპექტიული ახალგაზრდა, ძალიან ეფექტური და მე ვფიქრობ, რომ იგი იქნება ძალიან წარმატებული მერი და ასევე სხვაგანაც, გუნდმა შეარჩია ძალიან ღირსეული კანდიდატები. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი არის ღირსეული და ის მოემსახურება იმ ოლქს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოში პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.