logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი პრობლემა უმუშევრობა და სიღარიბეა, ეს არის მთავარი გამოწვევა ქვეყანაში
- +

15 აპრილი. 2019. 01:48

 

 

„ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა იმედი Live-ში განაცხადა, რომ ქვეყანაში დღეს მთავარ გამოწვევად უმუშევრობა და სიღარიბე რჩება.

 

მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ შეძლო და სათავეში მოსვლის დღიდან ქვეყანაში დემოკრატია დაამყარა, რაც ერთ-ერთ უმთავრესი მიღწევაა.

 

რაც შეეხება მთავარ პრობლემას- უმუშევრობას, ღარიბაშვილი ამბობს, რომ გამოსავალი არსებობს და მდგომარეობს იმაში, რომ პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლებამ ბევრი უნდა იმუშაოს.

 

„ჩვენ გვაქვს დემოკრატია, ძალიან მარტივია პასუხია ამაზე, ჩვენ გვაქვს დემოკრატია ქვეყანაში. ჩვენ დავამყარეთ დემოკრატია და სამართლიანობა ქვეყანაში. და, რა თქმა უნდა, ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც ჩვენთვის დიდი ტკივილია და ეს არის ჩვენთვის დიდი პრობლემა.

 

სწორედ ამიტომ მე ჩვენი საუბარი დავიწყე იმით, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა უმუშევრობა და სიღარიბეა, ეს არის მთავარი გამოწვევა ქვეყანაში. თუმცა გამოსავალზე მსჯელობა არსად არ მიდის. მე არ მესმის, როგორ შეიძლება ვიყო ოპონენტი მთავრობის და არ შესთავაზო შენი ხედვა. არ მიმდინარეობს მსჯელობა აბსოლუტურად. დღეს მთავარი კრიტიკის ობიექტი არის რა თქმა უნდა ,,ქართული ოცნება" და მისი ლიდერი ბუნებრივია. არავითარი საგნობრივი გახილვა, ანუ შინაარსობრივი განხილვა არ მიმდინარეობს. არ მიმდინარეობს შინაარსობრივი განხილვა, თუ რა უნდა გაეკეთებინა ჩვენს მთავრობას და რას არ ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, პრობლემები გვაქვს და შეცდომები დავუშვით, ამაზე ჩვენ ღიად ვსაუბრობთ. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი სიძლიერეც. შეიძლება ასე ითქვას. ვინაიდან ჩვენ დროულად ვრეაგირებთ პრობლემებზე და შეცდომებზე. ვასწორებთ ამ შეცდომებს და მივდივართ წინ. მთავარი გამოსავალი მე ვფიქრობ, არის მუშაობა. ვფიქრობ, ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის უმუშევრობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner