logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ,,ქართული ოცნების" ყველაზე სწორი და ზუსტი რეიტინგი, ეს არის არჩევნების შედეგები
- +

15 აპრილი. 2019. 02:08

 

 

„ყველაზე სწორი და ზუსტი რეიტინგი ეს არის არჩევნების შედეგები“, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა გადაცემა ,,იმედი live"-ში სტუმრობისას, მმართველი პარტიის რეიტინგის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

წამყვანის კითხვაზე - როდის გაზომეთ ,,ქართული ოცნების" რეიტინგი და რა ინფორმაცია გაქვთ მაჩვენებლებზე, რა პოზიცია აქვს ახლა ,,ოცნებას", პრინციპში მოხვედით ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

 

„ყველაზე სწორი და ზუსტი რეიტინგი ეს არის არჩევნების შედეგები. ბოლო არჩევნებზე, მე ვგულისხმობ საპრეზიდენტო არჩევნებს „ქართულმა ოცნებამ“ და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა მიიღო დაახლოებით მილიონ ორასი ათასი ამომრჩევლის ხმა, მეორე ტურში, ესეც დემოკრატიის მაჩვენებელია და ოპოზიციამ მიიღო თუ არ ვცდები 750-800 ათასი ხმა, ეს რაც შეეხება რეიტინგებს. მე როგორც პოლიტიკოსი და მოქალაქე ამ შემთხვევაში ჩემთვის მთავარი საზრუნავი არის ის, თუ რას ფიქრობს ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი საზრუნავი არ უნდა იყოს რეიტინგების გაზომვა და რეიტინგებში ერთმანეთზე გადასწრება, არამედ ის, თუ როგორ უნდა მოვუგვაროთ პრობლემები, რომელიც უკვე თითქმის 30 წელია დაუგროვდა ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

წამყვანი: თქვენ ხომ ამისთვის მანდატი გჭირდებათ, ამიტომ გეკითხებით რეიტინგების შესახებ, ანუ ეს გაიზომება 19 მაისს?

 

 

„რეიტინგები გაიზომება. მე მგონი ყველაფერი გამოჩნდება სწორედ 19 მაისს შუალედურ არჩევნებზე, რომელიც ჩატარდება დემოკრატიულად, მშვიდ გარემოში, თანაბარ გარემოში და მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ პასუხი გაეცემა მოსახლეობის მხრიდან საზოგადოებაში არსებულ განწყობებს და ზოგადად დამოკიდებულებას პოლიტიკოსების მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner