logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ,,ნაციონალური მოძრაობა" აპირებდა ზუგდიდში დაეყენებინა კანდიდატად ნიკა მელია - ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა
- +

15 აპრილი. 2019. 02:10

 

 

,,ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ,,იმედი live"-ს ეთერში, პარტიაში მიმდინარე პროცესებსა და დაპირისპირებაზე საუბრისას, პარალელი გაავლო ოპოზიციურ პარტიებთან და აღნიშნა, რომ სხვაგან უარესები ხდება.

 

,,არანაკლები და შეიძლება ითქვას, რომ ალბათ არ გადავაჭარბებ, 10-ჯერ უარესი ქაოსი ხდება სხვა პარტიებში. 10-ჯერ უარესი, უმძიმესი დაპირისპირება. მე ბოლო ინციდენტს გავიხსენებ, მაგალითად, მე ვიცი რომ ზუგდიდში ,,ნაციონალური მოძრაობა" აპირებდა დაეყენებინა კანდიდატად ნიკა მელია და მაგალითს გიყვებით უბრალოდ, თქვენ რომ იცოდეთ, თუ თქვენ გაინტერესებთ და ჩაანაცვლა მიხეილ სააკაშვილის მეუღლით. ამაზე მე ვიცი, რომ ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა, ეს ინფორმაცია არსებობს და რატომ არ საუბრობთ თქვენ მაგალითად, არც სხვები არ საუბრობენ ამაზე. მაინც და მაინც აინტერესებთ ,,ქართულ ოცნებაში" რა ხდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ,,იმედის" ეთერში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner