logo_geo
eng_logo
ჯამლეტ ხუხაშვილის საიუბილეო საღამოზე ბიძინა ივანიშვილი სცენაზე დაუგეგმავად მიიწვიეს
- +

15 აპრილი. 2019. 02:16

 

 

„თუ გინდათ გაიგოთ ის დიდი თვისება, დიდი გრძნობა ადამიანის, სიკეთის გამოხატულება, უნდა გაიცნოთ ჯამლეტ ხუხაშვილი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ჯამლეტ ხუხაშვილის 75 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე, სადაც სცენაზე დაუგეგმავად მიიხმეს.

 

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქართველი ებრაელების, მათ შორის ჯამლეტ ხუხაშვილის ღვაწლზე ისაუბრა.

 

„უნდა ნახოთ, როგორ ეფერება ის კოტე მახარაძეს , როგორი მადლიერია იმის, რომ მისი მასწავლებელი იყო. კოტეს არა მარტო მისთვის, ბევრისთვის გაუკეთებია, მთელი საქართველოსთვის გაუკეთებია, მაგრამ მსგავსი დაფასება მე არავისგან მომისმენია. ის საოცარი პიროვნებაა. ადრე ბევრი ქართველი ებრაელი ცხოვრობდა საქართველოში, დღეს ეს ასე უკვე აღარ არის, როგორც წესი ქართველი ებრაელები საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში იყვნენ ძალიან აქტიურები,  გულწრფელად მონაწილეობდნენ. დღეს თითქმის ერთი კაცი მთლიანად ავსებს ამ დანაკლისს და სიცარიელეს. ვერ ნახავთ ვერცერთ ქართულ დღესასწაულს, სადაც ჯამლეტი თავის მეუღლესთან ერთად არ გეახლებათ.. გილოცავთ და გისურვებთ, რომ კიდევ ასი წლის შემდეგ შეგძლებოდეთ  ასეთი სიყვარულით ერთად გევლოთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner