logo_geo
eng_logo
საჯარო სკოლების გამოსაშვებ გამოცდებზე 2900 მოსწავლე ჩაიჭრა
- +

27 მაისი. 2016. 12:36



შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, საჯარო სკოლებში მე-12 კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები გამოცდების შედეგების მიხედვით, ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 2900-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა.



აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მოსწავლეების თითქმის 98%-მა ზღვარი წარმატებით გადალახა. საჯარო სკოლის გამოცდაზე არ გამოცხადდა დარეგისტრირებულთა დაახლოებით 2%, რაც ყოველწლიური სტანდარტული მაჩვენებელია.



რაც შეეხება უცხოური ენის გამოცდას, დარეგისტრირებული 43 ათასამდე მოსწავლიდან, ყველა მათგანი გამოცხადდა, ზღვარი კი წარმატებით დაძლია მონაწილეთა დაახლოებით 85%-მა (ზღვრის გადასალახად მოსწავლეს დაახლოებით 15 ყველაზე მარტივ კითხვაზე უნდა გაეცა სწორი პასუხი).



ისტორიის გამოცდაზე 42 ათასამდე მოსწავლე გამოცხადდა, ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა 95%-ზე მეტმა. მათემატიკის გამოცდაზე კი, 42700-ზე მეტი მოსწავლე გამოცხადდა, მათგან ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა 86%-ზე მეტმა. გამოსაშვებ გამოცდაზე 47 000-მდე მოსწავლე იყო დარეგისტრირებული. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი, რეგისტრაცია 41 500- ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. აღნიშნულ მაჩვენებელს გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაჭრილი 2900-მდე მოსწავლე გამოაკლდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner