logo_geo
eng_logo
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარის პოსტი, შესაძლოა, გიორგი ვოლსკიმ დაიკავოს
- +

15 აპრილი. 2019. 14:07

 

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიის თავმჯდომარის პოსტი, შესაძლოა, ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ დაიკავოს.

 

აღნიშნული კომისია ახალი შემადგენლობითა და ახალი სახელწოდებით მეცხრე მოწვევის პარლამენტში ხელახლა იქმნება.

 

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, გიორგი ვოლსკის წარადგენენ, თუმცა აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

 

დროებით საპარლამენტო კომისიას, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა, გედევან ფოფხაძე ხელმძღვანელობდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner