logo_geo
eng_logo
კახა კალაძე ტაქსის მძღოლებთან შეხვედრას გეგმავს
- +

15 აპრილი. 2019. 14:11

 

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ტაქსის მძღოლებთან შეხვედრას გეგმავს.

 

კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიამ არსებული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მანქანების თეთრად გადაღებვასა და თეთრი ფირის გადაკვრას ეხება.

 

კახა კალაძის განცხადებით, არავის სიამოვნებს ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა და აღნიშნა, რომ სწორედ ავტომობილები აბინძურებენ ჰაერს.

 

„ტაქსის მძღოლებთან შეხვედრა გვქონდა და კიდევ ვაპირებ შეხვედრას. კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ არის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ რეფორმა, რომელიც დავიწყეთ, მნიშვნელოვანია. არავის გვსიამოვნებს ის არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც დღეს ქალაქშია. ზუსტად ავტომობილებს აქვთ ძალიან დიდი როლი ჰაერი დაბინძურებაში და არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაში. გამოვდივართ არსებული სოციალური მდგომარეობიდან, გვესმის ამ ადამიანების, 24 საათის განმავლობაში საჭესთან არიან, რომ თავიანთ ოჯახებში ლუკმაპური შეიტანონ. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ რეფორმა განხორციელდეს ეტაპობრივად, რათა ტაქსის მძღოლებს და მათ ოჯახებს ეს სიმძიმე არ დააწვეთ. ამიტომ ავიღეთ ყველა ის მძიმე ვალდებულება, რაც შეღებვას, თეთრი ფირის გადაკვრას ეხება. დარწმუნებული ვარ, ვინც კარგად აზროვნებს და უფიქრდება, თუ რა რეფორმას ახორციელებს დედაქალაქის მთავრობა, ყველა მიხვდება, რომ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner