logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის გამართვის წინააღმდეგია
- +

27 მაისი. 2016. 12:47



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელემა მარკ ტონერმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ­ის სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის გამართვის წინააღმდეგ გამოდის.



ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომელშიც სამხრეთ ოსეთიც მოიაზრება", ­ განაცხადა მარკ ტონერმა.

 


ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმი 2017 წელს გაიმართება. შესაბამის განცხადებას ხელი მოაწერეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა და პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner