logo_geo
eng_logo
ელისო ჩაფიძე: ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის მივმართავდი და მივმართავ!
- +

25 თებერვალი. 2016. 23:50


„ბატონ ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის მივმართავდი და მივმართავ, რადგან მე მისი გუნდის წარმომადგენელი ვარ და ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებით, არ შემიძლია, რომელიმე სხვა ადამიანს მივმართო."- განაცხადა  ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ გადაცემაში 2030.


ჩაფიძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნდება.



„როცა ის სახელმწიფო პოსტზე იმყოფებოდა, პრობლემების გადაჭრა ეფექტურად და სწრაფად ხდებოდა, ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, ბატონი ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდება. ღია წერილებით მივმართე ასევე პრემიერს, რომელიც მეშახტეთა პრობლემების გადაწყვეტაში ყოველთვის პოზიტიურად ერეოდა და ფინანსთა მინისტრს, რომელმაც მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა."- განაცხადა ელისო ჩაფიძემ და მეშახტეთა სამუშაო პირობებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.



„მეშახტეებს 12 მოთხოვნა აქვთ. ხელშეკრულების ისეთი კაბალური პირობები, როგორიც GIG ჯგუფს თანამშრომლებთან აქვს, მგონი, არც-ერთ საწარმოში არ არსებობს. წლების მანძილზე ამ ადამიანებს პროტესტის გამოხატვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, "ქართულ ოცნებასთან" კომუნიკაციის გამო, რამდენიმე მეშახტე სამსახურიდან გათავისუფლდა." - აღნიშნავს ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner