ვიცე-პრემიერმა, ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კითხვაზე- მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის დაკითხვის აუცილებლობას ვერ ხედავს, განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძეს აქვს სრული კომპეტენცია და ცოდნა, ვინ დაჰკითხოს და ვინ - არა.
„ირაკლი შოთაძეს აქვს სრული კომპეტენცია და ცოდნა, ვინ დაჰკითხოს და ვინ - არა, ამიტომ მე მის კომპეტენციაში არ შევალ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.