logo_geo
eng_logo
პრემიერი რუმინეთში ანთიმოზ ივერიელის მონასტერში იმყოფებოდა
- +

15 აპრილი. 2019. 19:20

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წმინდა ანთიმოზ ივერიელის მონასტერში იმყოფებოდა.

 

მთავრობის მეთაურმა წმინდანის ძეგლი ყვავილებით შეამკო, ასევე დაათვალიერა მუზეუმი, სადაც დაცულია ანთიმოზ ივერიელის მიერ სტამბაში სხვადასხვა ენაზე, მთ შორის ქართულად დაბეჭდილი ბიბლია და მისი პირადი მღვდელმსახურებისთვის განკუთვნილი ნივთები.

 

 

მონასტრის ისტორიაზე, წმინდა ანთიმოზ ივერიელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე პრემიერს მეუფე ვარლაამი ესაუბრა და საჩუქრად წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხატი გადასცა.

 

ქართველი მწიგნობარი, მესტამბე, განმანათლებელი, პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე, ვლახეთის მიტროპოლიტი ანთიმოზ ივერიელი 1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

 

ანთიმოზ ივერიელის, როგორც მესტამბის პირველი ნაბიჯები დაკავშირებულია ბუქარესტის სტამბასთან, სადაც მან  პირველი წიგნი 1691 წელს დაბეჭდა. სასტამბო მოღვაწეობასთან ერთად, ანთიმოზ ივერიელმა დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებაში. ამავე საქმეს ემსახურებოდა მისი მოთხოვნა - მღვდელმსახურება აღსრულებულიყო რუმინულ ენაზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner