იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენისა და არჩევის პროცედურის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის, მუხლობრივად განიხილა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“.
ცვლილებების ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.
მომხსენებლის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, არასწორია ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება არ ელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას.
„ორი-სამი დღის განმავლობაში მოვისმინეთ მოსაზრებები, რომ თითქოს საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით ცვლილებებზე ხელისუფლებამ პოზიცია შეცვალა და არ ელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას, რაც არ არის სწორი შეფასება. ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება ხვალ. ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ვენეციის კომისიის შემოთავაზებები პლენარულ სხდომამდე იქნება გათვალისწინებული და შესაბამისად განხილული. აქედან გამომდინარე, საუბარი და ინსინუაციები იმაზე, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიას არ ელოდება არ არის სწორი განმარტება. სწორედ ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდა ის, რომ კანონპროექტები გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში“,-აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვენეციის კომისია ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ საერთო სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები.