საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმუმს გააკეთებს, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტიპის ინციდენტები.
„საქართველოს მთავრობა გააკეთებს მაქსიმუმს, რომ თავიდან იქნას აცილებული ასეთი ტიპის ინციდენტები მომავალში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და წყნარ გარემოში" , - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.