საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკას ეწვია.
16 აპრილს მთავრობის მეთაურს ბულგარელი კოლეგა ბოიკო ბორისოვი უმასპინძლებს. დაგეგმილია მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მამუკა ბახტაძე ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რუმენ რადევსაც შეხვდება.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა იმყოფებიან.