პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, მთლიანი კონსტრუქცია დაიწვება.
ამჟამად, მთავარი კითხვაა გადარჩება თუ არა, მთავარი საცავი და მთავარი რელიქვიები, რომლებიც ტაძარში ინახება – იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინისა და ჯვრის ნაწილების ბედი ჯერ უცნობია.
საუბარია იმ ჯვრის ნეშთზე, რომელზეც იესო გააკრეს და გვირგვინზე, რომელიც გოლგოთას გზაზე ეკეთა და საუკუნეებია, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ინახება ეს რელიქვიები ბიზანტიის იმპერიიდან 1238 წელს წამოიღო მეფე ლუი მეცხრემ პარიზში.
ტაძარი არაერთხელ დაზიანდა და განახლდა, თუმცა დღევანდელი ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი უპრეცედენტოა.
პარიზის პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად. ტაძრის კედლებს ღრმა ნაპრალები გაუჩნდა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ოფიციალური წარმომადგენლობა რამდენიმე ხნის წინ, ფინანსური დახმარების მისაღებად მიმართვას ავრცელებდა.