„ფრანს პრესი“-ს ინფორმაციით, საფრანგეთის სახანძრო სამსახურში დარწმუნებულები არ არიან, რომ პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ცეცხლის გავრცელების შეჩერებას შეძლებენ.
ცეცხლი საფრანგეთის მთავარ საკათედრო ტაძარში ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უკვე რამდენიმე საათია, ხანძარია. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია.