logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: ტაძარი აუცილებლად აღდგება - პრეზიდენტი საერთაშორისო კამპანიის დაწყებას აპირებს
- +

16 აპრილი. 2019. 02:21

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის პროცესის სანახავად მივიდა, განაცხადა, რომ მისთვის ძალიან რთული იყო იმის ყურება, თუ როგორ იწვოდა საფრანგეთისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა.

 

მაკრონმა აღნიშნა, რომ მდგომარეობა სავალალო და ტრაგიკულია, თუმცა, უფრო უარესი ვარიანტის თავიდან აცილება მოხერხდა.

 

პრეზიდენტი ასევე დაჰპირდა სრულიად საფრანგეთს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი აუცილებლად აღდგება და ამისთვის სახსრების მოსაზიდად იგი საერთაშორისო კამპანიის დაწყებას აპირებს.

 

მაკრონი ტრაგედიას ადრე ტვიტერშიც გამოეხმაურა - „პარიზის ნოტრ-დამი ცეცხლის ალშია.. როგორც საფრანგეთის ყველა მოქალაქე, მეც მწუხარე ვარ, რომ ჩვენი ეს ნაწილი იწვის”.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner