პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან, რომელიც უკვე რამდენიმე საათია იწვის, მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი ტაძრის გადარჩენისთვის ლოცულობენ.
პარიზელები დაჩოქილები ავე მარიას საგალობელს მღერიან. შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს ნოტრ-დამში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეები დარწმუნებულნი არ არიან, რომ ტაძრის გადარჩენა შეიძლება მოხდეს.