პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მთავარი რელიქვია, იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩა! - ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ ავრცელებს.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვრის განცხადებით, ამ უნიკალური რელიქვიის გადარჩენა მოხერხდა.
შეგახსენებთ, ტაძრის საიტზე განთავსებული ინფორმაციით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი დაახლებით 18:15 და 19:00 საათს შორის გაჩნდა, რა დროსაც ტაძარში მესა მიმდინარეობდა.
ხანძრის გამომწვევის მიზეზების შესახებ დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ. ვარაუდობენ, რომ ხანძარი მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.