logo_geo
eng_logo
მილიარდერ პინოს ოჯახი ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მლნ ევროს გამოყოფს
- +

16 აპრილი. 2019. 10:50

 

ფრანგ ბიზნესმენ-მილიარდერ პინოს ოჯახი ხანძრის შედეგად დაზიანებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 100 მლნ ევროს გამოყოფს.

 

„მამაჩემმა ფრანსუა პინომ და მე გადავწყვიტეთ, 100 მლნ ევრო გამოვყოთ კომპანია „Artemis“-ის ფონდიდან პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის“, - განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“ ბიზნესმენმა ფრანსუა-ანრი პინომ.

 

პინოს ოჯახის მფლობელობაშია კომპანიები „Artemis“ და „Kering“. სწორედ ეს კომპანიები ფლობენ სააუქციონო სახლს „Christie’s“, მოდების სახლებს „Gucci“ და „Yves Saint Laurent“.

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გუშინ, დაახლოებით 18.50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა შპილის ზედა ნაწილი, ტაძრის საათი და სახურავის დიდი ნაწილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner