logo_geo
eng_logo
დევიდ პრაისი: საქართველოს პარლამენტი არის მოწინავე უწყება, რომელიც...
- +

16 აპრილი. 2019. 12:03

 

 

„კონსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა საქართველოში, გახლავთ უფრო ნათელი, პარლამენტი გახლავთ პირველი მოწინავე უწყება, რომელიც ხელს უწყობს, რომ ქვეყნის მისწრაფებები სათანადოდ იქნას გამოხატული კონსტიტუციურ ცვლილებებში, რაც საქართველოს ღირებულ მისწრაფებებზე მიუთითებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული დელეგაციის ხელმძღვანელმა დევიდ პრაისმა განაცხადა.

 

მან ქართველ კოლეგებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, რომლებიც ყოველთვის გულთბილად გვიღებენ. დიდი მადლობა თქვენი შესანიშნავი მისწრაფებისთვის, დემოკრატიისთვის. დემოკრატია მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც სამართლიანი არჩევნების კუთხით, ასევე დემოკრატია არჩევნებს შორის გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყებების გასაძლიერებლად, რომლებიც მოემსახურება ჩვენი მოსახლეობისა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობას“, - განაცხადა დევიდ პრაისმა.

 

პრაისის თქმით, მათ კარგად ესმით, რა ღირებულებები აქვს საქართველოს და დემოკრატიის შესანარჩუნებლად რასთან უწევს ბრძოლა.

 

„ჩვენ, რვა წევრი კალიფორნიიდან, ვირჯინიიდან, ფლორიდიდან, წარმოვადგენთ შეერთებული შტატების კონგრესს და ჩვენ კარგად გვესმის, თუ რა ღირებულებები გააჩნია საქართველოს და რასთან უწევს ბრძოლა იმისთვის, რომ შეინარჩუნოს დემოკრატია, გააძლიეროს დემოკრატიული  ღირებულებები ქვეყანაში“, – განაცხადა დევიდ პრაისმა.

 

პრაისის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო ღონისძიებებში.

 

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბოლო 10 წელია, საქართველო უფრო აძლიერებს თავის მისწრაფებას. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მიესალმება საქართველოს აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო ღონისძიებებში. ჩვენი მთავარი მიზანია, გაზიარებულ იქნას საუკეთესო პრაქტიკები, ასევე ვსაუბრობთ იმ საკითხზე, რომ რასაკვირველია, დემოკრატიის სრულყოფილი მაგალითი არ არსებობს, ყოველთვის არის საჭიროება მუდმივი ცვლილებებისა. ეს ცვლილებები უნდა იყოს შესაბამისი არსებულ მდგომარეობასთან და ჩვენ გვჭირდება, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი საზოგადოების ნდობა და პატივი ვცეთ მათ მოსაზრებებს“,  - განაცხადა კონგრესმენმა.

 

პრაისის თქმით, კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტი რეგიონში შემდგომი ურთიერთობების გამყარების წინაპირობა იქნება. მისი თქმით, დელეგაცია ეწვევა უკრაინას, სომხეთს.

 

დევიდ პრაისმა ირაკლი კობახიძეს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„დიდი მადლობა, რომ დრო გამოგვიყავით შეხვედრისთვის და საშუალება მოგვეცა, ვისაუბროთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე, თქვენთვის“, - მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დევიდ პრაისმა ერთობლივი განცხადებების გაკეთებისას.

 

საქართველოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული დელეგაცია სტუმრობს, დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტიდან. დელეგაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მასპინძლობს. ირაკლი კობახიძესთან კონგრესმენების შეხვედრა დღეს პარლამენტში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner