logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: სიტყვა „დიასპორა“ დიდი სულიერი ძალის მატარებელია!
- +

27 მაისი. 2016. 13:32

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო დიასპორის ფორუმში „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს", რომელიც თბილისში დიასპორის დღეს მიეძღვნა.


გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ფორუმს პრემიერ-მინისტრთან და პარტრიარქთან  ერთად დაესწრო და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.


საქართველოს პრეზიდენტმა დიასპორის სიძლიერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ განაგრძობენ ცხოვრებას და მოღვაწეობას.


პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს იმისათვის, რომ გახსნას შესაძლებლობები ჩვენი თანამემამულეებისათვის, რათა ისინი დაეხმარონ საკუთარ ქვეყანას და ჩაერთონ მის განვითარებაში.


„ჩვენ გვჯერა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ, არიან ისეთები, რომლებიც  ქართულ თვითმყოფადობას და საქართველოს დღევანდელ დღეს შექმნიან.

 

სიტყვა „დიასპორა" შეიცავს გარკვეულ ტკივილს, სევდას, მაგრამ ამავე დროს, დიდი შესაძლებლობების, დიდი პოტენციის და დიდი სულიერი ძალის მატარებელია.

 

ნაწილობრივ ვიცი ის სირთულეები, რომლებიც თქვენ წინაშე დგას, ნაწილობრივ მაქვს შესაძლებლობა ხანდახან ამ სირთულეების მოგვარების და გითხრათ, რომ ისევე როგორც  ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეების სამსახურში, ასევე თქვენ სამსახურშიც ვარ და მიგულეთ თქვენს თანამებრძოლად ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში", - განაცხადა პრეზიდენტმა დიასპორის ფორუმზე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner