„რომის პაპი ფრანგი კათოლიკეებისა და პარიზელებისთვის ლოცულობს“, - ამის შესახებ განცხადება Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წმინდა საყდრის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ალესანდრო ჯიზოტიმ გააკეთა.
„რომის პაპი საფრანგეთის მიმართ სითბოს, სიახლოვეს გამოხატავს, ლოცულობს ფრანგი კათოლიკეებისა და პარიზელებისთვის. ეს იყო შოკისმომგვრელი და საშინელი ხანძარი, რომელმაც დააზიანა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. ის ლოცულობს ყველასთვის, ვინც ამ დრამატულ სიტუაცია უმკლავდება“, - ნათქვამია ალესანდრო ჯიზოტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები - მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.