შს მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და სადაც კანონსაწინააღმდგო ფაქტი დადგენილია, საგამოძიებო ორგანოებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს.
„როგორც კი მსგავს ქმედებებზე დავუშვებთ კომპრომისს, იმასთან მიმართებით, რომ ადამიანმა ნახა, შეინახა თუ გაავრცელა, ამ მანკიერ მოვლენას ჩვენ ვერ გავუმკლავდებით. შესაბამისად, იქ, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და ფაქტი დადგენილია, საგამოძიებო ორგანოებმა იმოქმედეს კანონის შესაბამისად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.