logo_geo
eng_logo
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებულ 63 თანამშრომელზე 436 500 ლარის კომპენსაცია გაიცა
- +

16 აპრილი. 2019. 13:25

 

 

„რეორგანიზაციის შედეგად, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 63 თანამშრომელი გათავისუფლდა და მათზე გაცემულმა კომპენსაციამ ჯამში 436 500 ლარი შეადგინა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

მოისწრაფიშვილის თქმით, კომპენსაციის თემაზე ინფორმაცია მუდმივად ვრცელდება სხვადასხვა ინტერპრეტაციით, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს როგორც არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებას, ასევე, საკითხის მიმართ სუბიექტური და არასწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

 

როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა განმარტა, 2019 წლის ბიუჯეტის კანონში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა 60 ერთეულით განისაზღვრა, რის გამოც, საჭირო გახდა ადმინისტრაციაში მანამდე არსებული შტატების შემცირება.

 

„17 მარტს დასრულებული რეორგანიზაციის შედეგად, 63 პროფესიული საჯარო მოხელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. არც ერთი მათგანი სამუშაოდ სხვა საჯარო სამსახურში არ გადასულა. კანონის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლებული პროფესიული საჯარო მოხელის მიმართ, გაიცემა ფულადი კომპენსაცია ყოველთვიური შრომის ანაზღაურების სამმაგი ოდენობით. 63 თანამშრომელზე გაცემულმა 3 თვის ხელფასმა ჯამში 436 500 ლარი შეადგინა“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner