logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიხლაძე: ნიკა გვარამია სიბინძურის ახალ საფეხურზე ავიდა
- +

16 აპრილი. 2019. 16:07

 

 

ირაკლი ჩიხლაძე ნიკა გვარამიას ბრალდებებს პასუხობს. ჟურნალისტმა „პასუხის პასუხი“ გადაცემა „იმედის კვირაში“ გააჟღერა.

 

„უკვე რამდენიმე წელია მედიას ამოფარებულ  რეაქციონერ გვარამიას საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნაგავი სხვადასხვა ინტენსივობით შემოაქვს. ამით ცდილობს ნდობადაკარგული ტელევიზიისა და რეაქციული პარტიის რეიტინგის აწევას. მიუხედავად საპრეზიდენტო არჩევნებში განცდილი მწარე მარცხისა, ის სულ უფრო ღრმად მიექანება ფსკერის ფსკერზე. კონკურენტი საპრეზიდენტო კანდიდატის გინების და მისი პირადი ცხოვრების დეტალების პირდაპირ ეთერში გარჩევის შემდეგ გვარამია სიბინძურის ახალ საფეხურზე ავიდა. მან ბილწსიტყვაობისა და გინების სამიზნედ მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერი შეარჩია. რა არის საკითხის არსი და რატომ გვაინტერესებს ბინძური ჩვენ? გვარამია ნიკას მართვის პერიოდში ბოლო დროს ჩატარებული ყველა კვლევით „რუსთავი 2“ ნდობის ანტირეკორდებს ხსნის. საერთო რეიტინგებში კი არხმა ორივე მთვლელით წამყვანი პოზიცია დაკარგა. ორგანიზაციის სათავეში ასეთი ობიექტი კონკურენტი კომპანიისთვის იდეალურია, რომ არა ფასი, რომელსაც მედია და საზოგადოება  ბინძური მოთამაშეების ბინძური თამაშებისთვის იხდის. რაც უფრო ბევრია ნაგავი, მის  გატანას მით უფრო  მეტი ძალისხმევა სჭირდება. ზოგჯერ საგანგებო რეჟიმიც კი, რაც წონასწორობას გვარღვევინებს“, - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner