logo_geo
eng_logo
ვიტალი საფაროვის ოჯახი დადებითად აფასებს პროკურატურის გადაწყვეტილებას მკვლელობის მუხლის შეცვლასთან დაკავშირებით
- +

16 აპრილი. 2019. 16:18

 

 

ვიტალი საფაროვის ოჯახი და მათი ადვოკატი მკვლელობის მუხლის შეცვლასთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ.

 

„პროკურატურამ ჩვენი მოთხოვნა მიიღო. დაკავებულია 2 პიროვნება 109-ე, ჯგუფური მუხლით. მესამე მონაწილეს აქვს მოწმის სტატუსი. ვაკვირდებით, რომ საქმე სხდომებზე არ წავიდეს სხვა მიმართულებით. ჩვენი მოთხოვნაა, ყველა მონაწილე დაისაჯოს“, - განაცხადა ვიტალი საფაროვის დედამ მარინა ალანაკიანმა.

 

ადვოკატი ეკა ქობესაშვილი პროკურატურის საქმიანობას დადებითად აფასებს, რადგან საქმეს მიეცა ჯგუფური კვალიფიკაცია. მისივე თქმით, დაცვის მხარემ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას წარუდგინა მისი მოსაზრებები და მტკიცებულებები.

 

„ამ მხრივ შეიძლება დადებითად გამოვეხმაუროთ პროკურატურის საქმიანობას, რომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. ბრალდებულებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, საქმეს მოსამართლე განიხილავს თუ ნაფიც მსაჯულებს გადაეცემათ განსახილველად“, - განაცხადა ადვოკატმა.

 

25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისში მოკლეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner