logo_geo
eng_logo
ვარსკვლავთცვენა შაორის ტბაზე - ბოლო ზარის გრანდიოზული საზეიმო დახურვა რაჭა-ლეჩხუმის მხარეში
- +

27 მაისი. 2016. 10:00



რაჭა-ლეჩხუმის გუბერნიისა და ქალაქის მერისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, 28 მაისს, 14:00 საათზე, რაჭა-ლეჩხუმის მხარეში,  შაორის ტბაზე,  ბოლო ზარის საზეიმო დახურვა  გაიმართება.


ბოლო ზარის საზეიმო დახურვას 380 დამამთავრებელი კლასის მოსწავლე დაესწრება, რომელთაგანაც,   31 მედალოსანი მოსწავლე დაჯილდოვდება.


პროექტის ორგანიზატორები  არიან - „სამართლის ჰოლდინგის" დამფუძნებელი ირმა კახიძე და პროდიუსერი მამუკა ლიპარტელიანი.


მათი თქმით, პროექტის სახით, სახეზე იქნება ნამდვილი  ვარსკვლავთცვენა. კერძოდ, კი,  პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები - ანრი ჯოხაძენინი ბადურაშვილიბაია ასლამაზიშვილიქეთი ორჯონიკიძემარკუს მეტრეველი და ა.შ.  პროგრამას  მიკი ჯეჯელავა წაიყვანს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner