რაჭა-ლეჩხუმის გუბერნიისა და ქალაქის მერისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, 28 მაისს, 14:00 საათზე, რაჭა-ლეჩხუმის მხარეში, შაორის ტბაზე, ბოლო ზარის საზეიმო დახურვა გაიმართება.
ბოლო ზარის საზეიმო დახურვას 380 დამამთავრებელი კლასის მოსწავლე დაესწრება, რომელთაგანაც, 31 მედალოსანი მოსწავლე დაჯილდოვდება.
პროექტის ორგანიზატორები არიან - „სამართლის ჰოლდინგის" დამფუძნებელი ირმა კახიძე და პროდიუსერი მამუკა ლიპარტელიანი.
მათი თქმით, პროექტის სახით, სახეზე იქნება ნამდვილი ვარსკვლავთცვენა. კერძოდ, კი, პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები - ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ბაია ასლამაზიშვილი, ქეთი ორჯონიკიძე, მარკუს მეტრეველი და ა.შ. პროგრამას მიკი ჯეჯელავა წაიყვანს.