logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის მოხსნაზე სერიოზული კითხვის ნიშნები მაქვს
- +

16 აპრილი. 2019. 17:17

 

 

„მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის მოხსნის საკითხზე სერიოზული კითხვის ნიშნები მაქვს“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

 

როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, უმრავლესობაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე ისეთივე პროფესიონალური მსჯელობა უნდა გაიმართოს, როგორიც აქვს ამ დოკუმენტს.

 

„დოკუმენტს მთლიანად არ გავცნობივარ. ერთი შეხედვით ვფიქრობ, რომ კითხვის ნიშანი გაჩნდება. მე პირადად სერიოზული კითხვის ნიშანი მაქვს გამოცდების მოხსნის საკითხთან დაკავშირებით. დაბლა რგოლში მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ, რომ უზენაეს სასამართლოში არიან ადამიანები, ვინც თავის ავტორიტეტს არა მარტო განვლილი გზით ან ბიოგრაფიით ამტკიცებენ, არამედ იმ გამოცდით, რომლის გავლაც მოუხდებათ. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს გამოცდა მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩატარებული იქნებოდა. მე კითხვის ნიშანი მაქვს და ალბათ მსჯელობის შემდეგ საბოლოო პოზიციაზე ჩამოვყალიბდები“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთან, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner