logo_geo
eng_logo
ნადეჟდა სავჩენკო: მზად ვარ უკრაინის პრეზიდენტობისთვის
- +

27 მაისი. 2016. 14:10



უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოგანცხადებით, თუ ხალხს სურს, რომ იყოს უკრაინის პრეზიდენტი, ამისთვის მზად არის.



მე ფრენა მინდა, მაგრამ თუ ხალხს სურს, რომ ვიყო პრეზიდენტი, ამისთვის მზად ვარ", - განაცხადა სავჩენკომ.



მისივე თქმით, იგი უპირველეს ყოვლისა სხვა უკრაინელი სამხედროების გათავისუფლების საკითხით დაკავდება, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთში უკანონოდ დააკავეს. სავჩენკომ განაცხადა, რომ იგი მზად არის ასევე თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის მთავრობებთან თანამშრომლობისთვის, თუ ეს ხელს შეუწყობს ტყვედჩავარდნილი უკრაინელი სამხედროების გათავისუფლებას.



სავჩენკომ კომენტარი გააკეთა უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ომზეც და განაცხადა, რომ ეს არ არის სამოქალაქო ომი, ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი.


 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner