logo_geo
eng_logo
GIG ჯგუფის წარმომადგენელი: კომუნიკაციის დეფიციტი არსებობდა, მეშახტეების აღშფოთების მიზეზები გასაგებია
- +

26 თებერვალი. 2016. 00:10


GIG ჯგუფის ადამიანური რესურსების მართვის უფროსი ნინო ნიაური მეშახტეების მოთხოვნებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კომპანიასა და დაქირავებულ მუშებს შორის კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად იყო.



როგორც გადაცემა 2030-ში ნინო ნიაურმა აღნიშნა, კომპანია მზად არის მეშახტეებთან მოლაპარაკებები დაიწყოს და სპეცტანსაცმელი თუ სხვა საჭირო ნივთები შეიძინოს, თუმცა ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით საქმე შედარებით რთულად არის.



„პრობლემები, რომლებიც მაღაროელებს აღელვებთ ჩვენთვის მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, მოლაპარაკების შედეგად, მათ პრობლემებს გადავჭრით. ხელფასების მატების საკითხის მოგვარება მარტივი არ არის. ამიტომ, თანამშრომლებს განვუმარტავთ, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია. ერთ-ორ დღეში ამ ყველაფრის გაანალიზება და გადაწყვეტა შეუძლებელია. არ შეიძლება, ერთი თანამშრომლის ხელფასის მატება, მეორის ხელფასის დაკლების ხარჯზე განიხილებოდეს.

 

ვაღიარებთ, რომ კომუნიკაციის დეფიციტი არსებობდა. თუ მოთხოვნები მანამდე იყო წარდგენილი, პრობლემა მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირებულიყო. მე ტყიბულში ჩავედი და გაფიცულ თანამშრომლებს პირადად ვესაუბრე. მათი აღშფოთების მიზეზები გასაგებია. კარგი იქნებოდა, ყველაფერი ადრევე მოგვარებულიყო და საქმე გაფიცვამდე არ მისულიყო. შრომის პირობებზე კომპანია მუდმივად ზრუნავს, მაგრამ, როგორც ჩანს, არასაკმარისად. ამ საკითხსაც განვიხილავთ და გადავწყვეტთ. თანამშრომელთა სამუშაო იარაღითა და სპეცტანსაცმლით უზრუნველყოფა ჩვენს ინტერესშია." - განაცხადა ნინო ნიაურმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner