logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ლევილი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი მსოფლიო მასშტაბით
- +

27 მაისი. 2016. 14:11



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ლევილი იქნება ქართული კულტურის კერა საფრანგეთში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი მსოფლიო მასშტაბით.



მისი თქმით, სიმბოლურია, რომ საფრანგეთში, ლევილის მამულის საქართველოს სახელმწიფოსთვის გადმოცემის თაობაზე დოკუმენტს ხელი გუშინ მოეწერა.



ეს არის განზრახულობათა ოქმი, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომისთვის დაგვირგვინდება იმ დოკუმენტის სახით, რომ ეს მამული გადმოეცემა საქართველოს სახელმწიფოს. მოგეხსენებათ, რომ პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა შთამომავლებმა მოაწერეს ხელი და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, სწორედ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ცხოვრობენ საფრანგეთში და რომლებმაც გამოხატეს კეთილი ნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



პრემიერმა, ასევე, გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში და იუსტიციის მინისტრს.


ნამდვილად სასიხარულოა და გილოცავთ თითოეულ თქვენგანს. ეს იქნება ქართული კულტურის კერა საფრანგეთში და სახელმწიფო იზრუნებს ამ კულტურის კერის განვითარებისთვის და ვფიქრობ, რომ ეს გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მსოფლიო მასშტაბით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner