logo_geo
eng_logo
ლაშა მიქავამ ბაჰრეინში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
- +

16 აპრილი. 2019. 19:42

 

 

15 აპრილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ლაშა მიქავამ, ბაჰრეინის სამეფოში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული მინისტერიალი ყოველწლიურად გლობალური სამეწარმეო ქსელის ფარგლებში იმართება და აერთიანებს 170-ზე მეტი ქვეყნიდან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, ინვესტორებს, მეწარმეებს, ინოვაციური მეწარმეების ხელშემწყობ ორგანიზაციებს და ა.შ.

 

მინისტერიალზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ლაშა მიქავამ მოხსენება გააკეთა საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც საქართველო საერთაშორისო ინვესტორებს სთავაზობს.

 

მინისტერიალის ფარგლებში, ლაშა მიქავამ ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომელთანაც განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მინისტერიალის ორგანიზატორებთან განიხილა საქართველოში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner