logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ნამდვილად არველოდი, რომ ვენეციის კომისია ასეთ მხარდაჭერას დააფიქსირებდა აქაურ "კლანზე“
- +

16 აპრილი. 2019. 20:15

 

 

პოლიტანალიტიკოსი გია აბაშიძე უმრავლესობის მიერ შემუშავებულ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანება.

 

როგორც აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, იგი ნამდვილად არ ელოდა, ვენეციის კომისია ასეთ მხარდაჭერას დააფიქსირებდა აქაურ "კლანზე".

 

„გადავხედე კომისიის რეკომენდაციებს, მოვუსმინე მმართველი პარტიის ზოგიერთი ოპონენტის განცხადებებსაც. ნამდვილად არველოდი, რომ ვენეციის კომისია ასეთ მხარდაჭერას დააფიქსირებდა აქაურ "კლანზე“. ფაქტობრივად, შეუერთდა ამ "კლანს", დააფიქსირა რა საკუთარი პოზიციები, რომელთა ნაწილი შეუსაბამოა "ქოცნების" ზოგიერთი ოპონენტის მოსაზრებასთან. თუმცა, ამ ოპონენტებისგან რა უნდა გაგვიკვირდეს? იმ გუნდიდან, მაგალითად, მახსენდება ექს-ელჩი, პარლამენტარი სალომე სამადაშვილი, რომელსაც თურმე ქვეყნის პრეზიდენტის პორტრეტის საელჩოებში გაგზავნა მეგალომანიად მიაჩნია...

რეკომენდაციებზე დანარჩენი სჯა-ბასი კი უკვე პოლიტიკური ინსინუაციების თემაა”, - წერს გია აბაშიძე.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთანავე, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner