,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იორემესა და ინგირის მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატთან ერთად, შეხვედრებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაიაც იმყოფებოდა.
„მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით, მოვედი იმისთვის, რომ სამომავლო გეგმები გაგაცნოთ და თქვენ საჭიროებებზე მესაუბროთ. თამადად შემიძლია გითხრათ, რომ თითოეული თეთრი თქვენს საჭიროებებს მოერგება და მიზნობრივად გაიხარჯება.
ვიცი რომ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, რასაც ეტაპობრივად მოვაგვარებთ. მიმდინარე წელს ჩვენს მუნიციპალიტეტში უპრეცედენტო რაოდენობის თანხა იხარჯება სხვადასხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად და ამ ტემპს მომავალში გავზრდით.
იორემეში შიდა გზები რეაბილიტირდება, მოეწყობა გარე განათებაც. გარკვეული პრობლემა აქვს საბავშვო ბაღსაც, რომელსაც აუცილებლად მოვაგვარებთ“, -განაცხადა იორემეს მოსახლეობასთან შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა.
„ინგირში აშენდება ახალი საბავშვო ბაღი. ვგეგმავთ N2 საჯარო სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობას, N8 და N15 საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წელს ინგირის მეორე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.
გიორგი შენგელია თხილის კულტურის გადარჩენის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული.