logo_geo
eng_logo
რობი უილიამსის კონცერტთან დაკავშირებით რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
- +

27 მაისი. 2016. 14:14


 

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ მოძრაობის მიზნით, 27 მაისს, 15:00 საათიდან, ავტომანქანით გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე აიკრძალება.



საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ცაბაძისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე (ცაბაძის ქუჩა სრულად დაიკეტება); ასევე მოძრაობა დაიკეტება წერეთლის გამზირის დასაწყისიდან (N1-დან) ვახუშტის ქუჩის კვეთამდე;


გადაიკეტება დავით აღმაშენებლის გამზირი. კერძოდ, თამარ მეფის გამზირისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთიდან - დავით აღმაშენებლის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე; ავტომანქანები ასევე ვერ იმოძრავებენ დავით ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე; სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება თამარ მეფის გამზირისა და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთიდან - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩისა და წერეთლის გამზირის კვეთამდე; მძღოლები ასევე ვერ იმოძრავებენ აბასთუმნის ქუჩაზე.


სრულად დაიკეტება ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის - „დინამო არენას" მიმდებარე ქუჩები.


ავტომანქანებით გადაადგილება ნებადართული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე. გადაკეტილ ქუჩებზე მოძრაობა აღდგება კონცერტის დასრულების შემდეგ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner