logo_geo
eng_logo
პოლიციამ თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- +

17 აპრილი. 2019. 10:40

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე - 1983 წელს დაბადებული გ.დ., ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული თ.რ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე გ.დ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩაატარეს, საიდანაც კარაბინის სისტემის შაშხანა, სანადირო თოფი, გადაჭრილი თოფი, 2 მჭიდი და 232 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

თ.რ.-ს პირადი ჩხრეკისას კი პოლიციამ მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ამოიღო.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner