logo_geo
eng_logo
ნიკოს ანასტასიადისი: თავს ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში - ჩვენს ქვეყნებს მრავალწლიანი ურთიერთობის ისტორია აქვთ
- +

17 აპრილი. 2019. 12:52

 

„ჩვენი მიზანი ერთადერთია, რაც შეიძლება მეტად დავახლოვდეთ, რაც შეიძლება მეტად გავაღრმავოთ ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში“, - ამის შესახებ კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულო პრესკონფერენციაზე განაცხადა. კვიპროსის პრეზიდენტმა ვიზიტს ისტორიული უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ამ ვიზიტით თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება და განვითარდება.

 

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, კვიპროსის პრეზიდენტს, პირველად ვწვეოდი საქართველოს. თავს ვგრძნობთ როგორც საკუთარ სახლში. ჩვენს ქვეყნებს მრავალწლიანი ურთიერთობის ისტორია აქვთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობები კულტურულ და რელიგიურ სარწმუნოებრივ ურთიერთობებზეა დამყარებული. ჩვენი მიზანი ერთადერთია, რაც შეიძლება მეტად დავახლოვდეთ, რაც შეიძლება მეტად გავაღრმავოთ ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში. ჩემი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში მართლაც შეიძლება ისტორიულად ჩაითვალოს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების, ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერების საწყისი შეიძლება იყოს. ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ხვალინდელი ბიზნესფორუმი, გააძლიერებს თანამშრომლობას როგორც ეკონომიკურ ასევე საინვესტიციო სფეროში“, - განაცხადა ნიკოს ანასტასიადისმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner