logo_geo
eng_logo
ვლადიმირ ჟირინოვსკი რუს ბიზნესმენებს: დაგავიწყდათ, ფრანგებმა როგორ გადაწვეს მოსკოვი?
- +

17 აპრილი. 2019. 13:05

 

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ ის რუსი ბიზნესმენები გააკრიტიკა, ვინც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის შემოწირულების გაღების მზაობა გამოხატა.

 

„ყველა ქვეყანაში ხდება ხანძარი. ჩვენ ბევრი ეკლესია გვაქვს, რომელიც ომის დროს ან ბოლშევიკების მიერ იყო განადგურებული. მოდით, ისინი აღვადგინოთ, თორემ პირველ რიგში უცხოელებისკენ გავრბივართ. დაგავიწყდათ, ფრანგებმა როგორ გადაწვეს მოსკოვი?“ - განაცხადა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ.

 

აღსანიშნავია, რომ აქამდე რუსმა მილიარდერმა ანდრეი ანდრეევმა მზაობა გამოხატა, თავისი კომპანიის შემოსავლების ნაწილი ნოტრ-დამის აღდგენას შესწიროს. დახმარების მზაობა ასევე გამოხატა „სბერბანკის“ თავმჯდომარემ გერმან გრეფმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner