logo_geo
eng_logo
პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა ცხარე კამათის ფონზე გაიხსნა
- +

17 აპრილი. 2019. 13:34

 

საქართველოს პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა ცხარე კამათის ფონზე გაიხსნა. სხდომის გახსნისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა ის ფაქტი გააპროტესტა, რომ სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.

 

„ერთი საათია, სხდომის დაწყებას ველოდებით, ილუზიას ნუ ქმნით, რომ თქვენ მუშაობთ და ჩვენ, ვინც აქ ვსხედვართ, ყველანი უსაქმურები ვართ. კოლეგების მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება გქონდეთ“, - მიმართა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.

 

გოგორიშვილის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ სხდომის დაგვიანებით დაწყების მიზეზი ის შეხვედრა იყო, სადაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე იყო მსჯელობა, რომელსაც დღეს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner