logo_geo
eng_logo
ნოტრ-დამის აღდგენას 40 წელი დასჭირდება
- +

17 აპრილი. 2019. 14:06

 

„პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას არანაკლებ 20-40 წელი დასჭირდება“, - განუცხადა CBS-ს კენტის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ისტორიის პროფესორმა ემილი გერიმ.

 

ხანძრის შედეგად პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ჩამოინგრა შპილი, სახურავის დიდი ნაწილი და საათი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი სურვილია, ტაძრის აღდგენა 5 წელში მოხდეს. თუმცა, ემილი გერი თვლის, რომ ეს შეუძლებელია.

 

„აღდგენას დაახლოებით 40 წელი დასჭირდება. შეიძლება, 20 წელი, თუ ძალიან სწრაფად ვიმოქმედებთ, მაგრამ ამას მაინც მთელი თაობა მოუნდება. აღდგენას საერთო ძალისხმევა დასჭირდება და უზარმაზარი თანხა დაჯდება“, - განაცხადა გერიმ.

 

პროფესორი თვლის, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის მთავარი პრობლემა შესაბამისი სამშენებლო მასალის და ისეთი მშენებლების მოძიება იქნება, რომლებიც თითქმის ათასი წლის წინანდელ სამშენებლო ტექნიკას ფლობენ.

 

მაგალითად, ტაძრის გადახურვაში გამოყენებული იყო ძველი მუხა. ჭერის 13 ათასი კოჭის დასამზადებლად კი საჭიროა სამი ათასი ტანმაღალი და ასაკოვანი მუხა. არადა, ევროპის ტყეებში ასეთი მაღალი და ასაკოვანი მუხები არცთუ დიდი რაოდენობითაა. ხოლო კედლებისა და კამარების აღდგენისა და გამაგრებისთვის საჭიროა ტონობით საუკეთესო ხარისხის კირი, რომელიც ერთგვაროვანი ეფექტისთვის, უნდა დამზადდეს მე-12 საუკუნის ტექნიკით, ანუ ხელით.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner