logo_geo
eng_logo
ზვიად ჩიტიშვილი: გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაისჯება!
- +

27 მაისი. 2016. 14:53



პარტია „ჩვენი სამშობლოს" თავმჯდომარე ზვიად ჩიტიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით ისაუბრა. ჩიტიშვილის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მიერ არის დაკავებული, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მკვლელის გათავისუფლებას აფხაზური მხარე არ აპირებს.



„გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით აფხაზურ დიასპორასთან მქონდა შეხვედრა.  ამ საქმესთან დაკავშირებით  რუსეთის საპატრიარქო ძალიან დაგვეხმარა. ხურჩაში მომხდარი მკვლელობის საქმე დანაშაულად არის  აღებული. დამნაშავეს არანაირი შეღავათები არ ელის. რაშიდ კანჯიოღლი არ არის გათავისუფლებული და  დაისჯება, როგორც მკვლელი. მკვლელს არ აქვს არანაირი ეროვნება. 25 წლის განმავლობაში ბევრი მკვლელობა მოხდა, მაგრამ  გიგა ოთხოზორიას მკვლელობა არის პირველი საქმე, რომლის გამოძიებაც აფხაზეთის მხარემ დაიწყო, ჩვენი პარტიის ჩართვის შემდეგ", - განაცხადა ჩიტიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner