logo_geo
eng_logo
ბუბა ხოტივარი: ბიძინა ივანიშვილის განცხადება ქართული კინოს უკანასკნელი იმედია
- +

17 აპრილი. 2019. 15:52

 

„კინოს აღორძინების გარეშე კულტურული სახელმწიფო ვერ აშენდება“, - აცხადებს რეჟისორი ბუბა ხოტივარი „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. როგორც რეჟისორი  განმარტავს, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებით ქართველი რეჟისორები აღფრთოვანებულები არიან.

 

„ქართველი რეჟისორები ბიძინა ივანიშვილის განცხადებით აღფრთოვანებულები ვართ, გახარებულები ერთმანეთს ვურეკავთ და ვულოცავთ, რადგან მრავალი წელია, ქართული კინოს შესახებ ისეთი იმედისმომცემი სიტყვები არ მოგვისმენია. შეიძლება ითქვას, ბიძინა ივანიშვილის განცხადება ქართული კინოს უკანასკნელი იმედია“, – აცხადებს ბუბა ხოტივარი.

 

ამასთან, რეჟისორი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კულტურა თუ არ განვითარდა, მაშინ კულტურული სახელმწიფო ვეღარ აშენდება.

 

„შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო ქართულ კინოს შეგნებულად კლავს, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ზვიად გამსახურდიას მთავრობის შემდეგ მოსულ ყველა ხელისუფლებას – დღევანდელის ჩათვლით, კინო ფეხებზე ჰკიდია. არადა, კინოს აღორძინების გარეშე კულტურული სახელმწიფო ვერ აშენდება, უკულტურო ქვეყანა კი არავის სჭირდება. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩერჩილს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეუტანეს, რომელშიც კულტურის დაფინანსება არ იყო გათვალისწინებული. ჩერჩილმა მიზეზი იკითხა, უთხრეს - ვომობთ და რა დროს კულტურა არისო, მან კი უპასუხა – თუ კულტურა არ გვექნება, აბა, რისთვის ვომობთო?!“ – აცხადებს ბუბა ხოტივარი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

 

შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული კინოინდუსტრიის წარმოებაში ფულის ჩადებას აპირებს.

 

„ჩვენი სატელევიზიო სივრცე მდარე ხარისხის უგემოვნო ფილმებმა და სერიალებმა წალეკეს, რაც საგანგაშოა, რადგან საზოგადოების გამოთაყვანებასა და სულიერ დეგრადაციას უწყობს ხელს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილს სატელევიზიო ინტერვიუს დროს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner