logo_geo
eng_logo
ნინო გოგოუაძე: ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს
- +

17 აპრილი. 2019. 15:52

 

„რეკომენდაციები, რომელიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა, ძალიან მნიშვნელოვანია და მათ გათვალისწინებაზე მსჯელობა უმრავლესობის წევრებს შორის უკვე მიმდინარეობს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ნინო გუგუაძემ განუცხადა.

 

„ჩემთვის ახლა მთავარია, კანონის მეორე მოსმენით მიღების პროცესი დაჩქარებული და ფორსირებული არ იყოს, კანონის პროცედურებს ისე მივყვეთ, რომ საზოგადოებას პროცესთან დაკავშირებით კითხვა არ დარჩეს. დარწმუნებული ვარ, რეკომენდაციების ასახვასთან დაკავშირებით კითხვები არ იქნება“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

 

კითხვაზე, გაითვალისწინებს თუ არ უმრავლესობა რეკომენდაციას, რომ უზენაესი სასამართლო მიმდინარე მოწვევის პარლამენტმა არ დააკომპლექტოს, ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ ეს საკითხი კანონში ასასახი რეკომენდაცია არ არის.

 

„ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, ძალიან საინტერესო საკითხია და ნამდვილად გასათვალისწინებელი პოლიტიკური გუნდისთვის. ეს ჩემი პოზიციაა. გამოცდებთან დაკავშირებით ძალიან სწორი პოზიციაა, ასევე, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით რეკომენდაციები ნამდვილად სწორ მიმართულებას მისცემს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას“, - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.

 

ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთან, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner