logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის პროგრამა „ენპარდის” მეორე ეტაპის დაწყებას გამოეხმაურა
- +

27 მაისი. 2016. 14:56



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე ევროკავშირის პროგრამა „ენპარდის" მეორე ეტაპის დაწყებას გამოეხმაურა.


პრემიერის განცხადებით, ეს არის ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა სოფლის მეურნეობის მიმართულებით.


 

„50 მილიონი ევროს ღირებულების საფინანსო შეთანხმებას მოეწერა ხელი. ეს იქნება სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების პოლიტიკის და რეფორმების ხელშეწყობისთვის და მასთან დაკავშირებული სერვისების გაუმჯობესებისათვის განსაზღვრული დაფინანსება", - განაცხადა პრემიერმა.



მისივე თქმით, ასევე ძალიან კარგია, რომ უკვე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დაამტკიცა 50 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზიც, სპეციალურად ქართული საწარმოებისთვის, რომლებიც განიზრახავენ, საკუთარი წარმოების სტანდარტები მიუახლოვონ ევროპულ სტანდარტებს.



ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვნი წახალისება ევროპული სტანდარტებით საქართველოში წარმოების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის. მოვუწოდებთ ჩვენი საქმიანი წრეეების წარმომდგენლებს, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები. ეს არის პროგრამის პირველი ფაზა და ევრობანკი ითანამშრომლებს საქართველოს საბანკო სისტემის წარმომადგენლებთან, რათა ეს საკრედიტო ხაზები ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მეწარმეებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner